ილონ მასკმა და მარკ ცუკერბერგმა ერთმანეთი ორთაბრძოლაში გამოიწვიეს. კომპანია Space X-ის, Tesla-სა და Twitter-ის მფლობელმა დაწერა, რომ ცუკერბერგთან ე.წ. გალიაში ჩხუბს ისურვებდა.
Facebook-ის შემქმნელმა პასუხად, ორთაბრძოლის ადგილმდებარეობა მოითხოვა. ილონ მასკმა ვეგასის ოქტაგონი დაასახელა.
მილიარდერების ეს განცხადებები სოციალურ ქსელში უკვე ვირუსულად გავრცელდა, Twitter-ის მომხმარებლები ფსონებს ჩამოდიან, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში, 52 წლის ილონ მასკი თუ 39 წლის მარკ ცუკერბერგი.