პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირის მეექვსე საშეჯიბრო დღე ილია სულამანიძემ (100კგ) გამარჯვებით დაიწყო.
ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში იტალიელი ჯენარო პირელი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ილია სულამანიძის მომდევნო მეტოქე ოლიმპიურ ჩემპიონ, იაპონელ აარონ ვოლფსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ, პორტუგალიელ ჟორჟ ფონსეკას შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.