
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი 22-24 აპრილს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ჩინეთში 22-24 აპრილს სახელმწიფო ვიზიტს განახორციელებს“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიზიტის დეტალები უცნობია. უცნობია ისიც, თუ რა ტიპის შეხვედრებს გამართავს ალიევი ჩინეთში.