„ჰამასმა“ მძევლები და ომის ტყვეები აიყვანა

187
spot_img

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ დანიელ ჰაგარის თქმით, “ჰამასმა” მძევლები და ომის ტყვეები აიყვანა.

„არსებობენ მძევლები და ომის ტყვეები, რომლებიც „ჰამასმა“ აიყვანა. ასევე არიან დაღუპულები ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შორის. ზუსტი რიცხვი ჯერ არ გვაქვს – ომში ვართ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

ამასთან, “ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს უფროსის მოადგილის, სალეჰ ალ-არაურის განცხადებით, ისრაელის არმიის “უფროსი ოფიცრები” დაატყვევეს.

„ის რაც ჩვენს ხელშია გაათავისუფლებს ყველა პატიმარს ისრაელში. დავატყვევეთ საოკუპაციო არმიის უფროსი ოფიცრები“, – განაცხადა სალეჰ ალ-არაურმა „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, „ჰამასი“ მზადაა პასუხი გასცეს ისრაელის სახმელეთო შეჭრას ღაზაში, რაც, მისი მტკიცებით, „საუკეთესო სცენარია მტრის წინააღმდეგ კონფლიქტის მოსაგვარებლად“.