„ჰამასმა“ საჰაერო იერიში განახორციელა ისრაელის ქალაქ აშკელონზე. სირენების ხმა ისმის სხვა ქალაქებშიც.
აშკელონი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს.
მანამდე, „ჰამასმა“ მოუწოდა აშკელონის მაცხოვრებლებს, დაეტოვებინათ ქალაქი და ვადა ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე მისცა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.