ისრაელის მთავრობის განცხადებით, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლებიდან 80-ამდეა ცოცხალი. მათივე ინფორმაციით, 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმისას „ჰამასმა“ 1 200-ამდე ადამიანი მოკლა და 250-ამდე გაიტაცა, რომელთაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ბერკეტად იყენებს. აღნიშნული 250 პირიდან 100-ამდე უკვე გათავისუფლებულია, დაახლოებით 70-დან 80-ამდე კი დაღუპული.
ისრაელმა კიდევ ოთხი მძევლის დაღუპვის შესახებ ცნობა ორშაბათს, 3 ივნისს გაავრცელა. სამი მათგანი ჰამასის მიერ დეკემბერში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, სადაც ისინი გათავისუფლებას ითხოვენ.
მოგვიანებით, მარტში „ჰამასმა“ განაცხადა, რომ აღნიშნული პირები ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების დროს დაიღუპნენ, ისევე როგორც სხვა ათეულობით მძევალი. ისრაელში კი აცხადებენ, რომ მათ სამხედრო ოპერაციის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, სიკვდილით დასჯილი მძევლების ცხედრები არაერთხელ აღმოაჩინეს.