“ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე თანახმაა… ვიმედოვნებთ, ისრაელის ოკუპაცია მას ძირს არ გამოუთხრის – ხალილ ალ-ჰაია

14
spot_img

“ჰამასი” შუამავლებისგან ორი დღის წინ მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას დათანხმდა. როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ დაჯგუფების ლიდერმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა.

“ორი დღის წინ ჩვენ მივიღეთ შეთავაზება შუამავლებისგან ეგვიპტეში და კატარში. ჩვენ მას დადებითად მივუდექით და მივიღეთ. ვიმედოვნებთ, რომ ისრაელის ოკუპაცია არ გამოუთხრის მას ძირს”, – განაცხადა ალ-ჰაიამ, რომელიც “ჰამასის” მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს.

ისრაელსა და “ჰამასს” შორის დროებითი ზავის პირველი ფაზის პირველ მარტს დასრულების შემდეგ მხარეები, შუამავლების დახმარებით, ზავის გასაგრძელებლად მოლაპარაკებებს მართავდნენ.