ჰააგასა და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული -ირაკლი კობახიძე

13
spot_img

ჰააგასა და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული, ეს არის პრინციპული ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რაც შეეხება თავად ომის გამოძიებას, მათ შორის ომის დაწყების საკითხს, ამასთან დაკავშირებით უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია „ნაცმოძრაობას”, ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი.

„რაც შეეხება ომის გამოძიებას და მათ შორის კითხვას, თუ რატომ ახლა – ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი. თქვენ იცით, რომ წარიმართებოდა სასამართლო პროცესები ჰააგაში და სტრასბურგში, სადაც ჩვენთვის იყო უაღრესად პრინციპული გამარჯვება და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით ეს პროცესები მოიგო საქართველომ და მოიგო ქართულმა ჯარმა. კერძოდ ჰააგაში და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული. ეს არის პრინციპული ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით.

რაც შეეხება თავად ომის გამოძიებას, მათ შორის ომის დაწყების საკითხს, თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია „ნაცმოძრაობას”, კერძოდ „ნაცმოძრაობამ” ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ამ პოზიციას ეთანხმება „ნაცმოძრაობის” პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 2018 წლის კამპანია პრაქტიკულად ამ საკითხის გარშემო წარმართა. ის ამტკიცებდა, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ომი მათ განაცხადეს და დოკუმენტურადაც დაადასტურეს ის, რომ თავად დაიწყეს ომი, თუმცა ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის დადგენა. ვნახოთ, რას დაადგენს.

„ნაცმოძრაობის” გზავნილები და რუსეთის ხელისუფლების გზავნილები ემთხვევა ერთმანეთს. ორივემ თქვა, რომ 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.