გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, როგორიცაა მაგალითად „ლელო”, ხელოვნურად ეთიშება პროცესს და სურს, რომ პროცესი დააზიანოს , – განაცხადა
გივი მიქანაძის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ისაუბრეს იმის შესახებ, რომ „ოპოზიცია მხოლოდ მაშინ მოქმედებს კონსტრუქციულად, როდესაც შეხვედრებს კამერები არ აშუქებენ“.
„ვუთხარით, რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაში სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“ მიზანმიმართულად, პროცესის დასაზიანებლად და იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის არ მიეღო, მონაწილეობა არ მიიღეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.