ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ერთობას გამოეხმაურა.
სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გვარამიამ და მელიამ რისკები კარგად გათვალეს.
„ნიკა გვარამია, ისევე როგორც ნიკა მელია ჩემი მეგობრები არიან. მე და ნიკა გვარამიას ბევრი სხვა საერთო თემა გვაქვს, პარტიების გარდა. ისინი დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში.
ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ „ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ახლავს ახალი პარტიების წარმოქმნას არის ის, რომ არ დაიკარგოს ხმები, განსაკუთრებით მაღალი გამოცხადების პირობებში“.
„5%-იანი ბარიერის გადალახვა მათ ძალიან გაუჭირდებათ“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.