საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას უსამძიმრებს.
„წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.