გუდაურში შეჯიბრი კარგად იყო ორგანიზებული და წარმატებით ჩატარდა -კლაუს ვალდნერი

11
spot_img

გუდაურში  შეჯიბრი კარგად იყო ორგანიზებული და წარმატებით ჩატარდა, – ასე შეაფასა სკი კროსის მსოფლიო თასის შეჯიბრის ხელმძღვანელმა კლაუს ვალდნერმა სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გუდაურში მიმდინარეობდა. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს” (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) ჩატარდა.

“ორი დღის განმავლობაში მართლაც შესანიშნავი შეჯიბრი ვიხილეთ. შეჯიბრის ორი დღის განმავლობაში ტრავმები არ გვქონიამთელმა საორგანიზაციო გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. სათხილამურო ფერდობზე საკმარისი მოხალისეები გვყავდა და მათგან საოცარი მხარდაჭერა მივიღეთ. უაღრესად საინტერესო შეჯიბრი იყო და ამ ორი დღისთვის ძალიან ბედნიერები ვართ. ტრასა საოცარი იყო “, – აღნიშნა კლაუს ვალდნერმა.

დღეს გუდაურში სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ფინალი გაიმართა. ქალ სპორტსმენებში იტალიის წარმომადგენელმა ჯოლე გალიმ გაიმარჯვა. კაცების შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა კანადის წარმომადგენელმა რის ჰოუდენმა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენმა იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში, საქართველოში მეორედ ჩატარდა. გასულ წელს ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა.

8-9 მარტს გუდაური კიდევ ერთი საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდება – დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.