რუსეთის ქალაქ გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, ბენზინგასამართ სადგურთან ბუნებრივი აირით სავსე ცისტერნა აფეთქდა. აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოყვა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.
აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ გარშემო განლაგებული ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსი და რამდენიმე გაჩერებული ავტომობილი დააზიანა. მომხდარს იძიებს პოლიცია.