გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სამშენებლო ობიექტზე, სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა. დაშავებულ 37 წლის მამაკაცს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შემდგომ კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.