გოგა ხაინდრავა აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენას ეხმაურება

59
spot_img

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მოწმე საბანაძე და ჩხიკვაძე! ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროში, სიკვდილით დასჯა აკრძალულია. აშშ-ი, სადაც თქვენ დაასმინეთ ქართველი კანონმდებლები და მათი შვლები, დაშვებულია! სოროსთან და გახარიასთან შეთანხმებით მოითხოვეთ დასჯის უმაღლესი ზომა ელექტრო სკამი! არჩევნებამდე მოესწრება!“ – წერს გოგა ხაინდრავა.

„საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.

მოსმენაზე კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა, რომ „ბატონი სააკაშვილი ახლა ციხეშია, უკვე საკმაო ხანია და მას საშინლად ეპყრობიან“.