გიორგი ვაშაძე – საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი იმაზე კარგად არის, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია

12
spot_img

საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი იმაზე კარგად არის, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ახლა ფართომასშტაბიანი აქციების და დიდი ერთიანობების დროა ქვეყნის შიგნით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი ერთიანი იქნება.

„მიუნხენის კონფერენციაზე თვითმარქვია რეჟიმს არავინ ელოდება. იქ არ მასპინძლობენ ოლიგარქებს, ისეთებს, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, არც მის წარმომადგენლებს. რაც შეეხება საქართველოს, სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს. დანარჩენი, ფართომასშტაბიანი საკითხებია, რომელიც უნდა განვიხილოთ. ქართულ საზოგადოებას ერთი რამ შემიძლია, ვუთხრა, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რადგან, საბოლოო ჯამში, საგარეო ასპარეზზე ჩვენთვის ყველაფერი ხელსაყრელი იქნება. მთავარია, შიგნით ბრძოლა გავაფართოვოთ და აქ გავიმარჯვებთ. მხარდაჭერა უკვე ძალიან დიდი გვაქვს და უფრო მეტი გვექნება. საქართველოსთან მიმართებით ველოდები ამ ხალხის, ვინც პროტესტში მონაწილეობას იღებს, ვისაც დემოკრატიული, ევროპული სტანდარტის სახელმწიფოს აშენება უნდა, დიდ მხარდაჭერას. ეს აუცილებლად ასე იქნება. ამას ადასტურებს ევროპარლამენტის რეზოლუცია. ამას ვნახავთ კონკრეტული ქვეყნების ნაბიჯებიდან, რომელიც მომავალში იქნება.

მე „ქართული ოცნების“ და მათი მსმენელების ადგილას დავსვავდი, სადმე „ქართული ოცნება“ ხედავს პუტინის პოზიციის გაძლიერებას, რატომ უხარიათ?. „ოცნებას“ ვეტყოდი – კოვზი ნაცარში ჩაგივარდებათ, რადგან დასავლეთი იქნება ერთიანი, ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ცივილიზებული სამყაროს და დემოკრატიის გამარჯვებით დამთავრდება. დემოკრატიულ სამყაროში ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ადგილი, რომელიც პუტინს გულშემატკივრობს, ნამდვილად არ არის. ხალხის ადგილი, რომელიც ამ პროტესტშია, ნამდვილად არის. ყველაფერი იმაზე კარგადაა საერთაშორისო ასპარეზზე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ახლა ფართომასშტაბიანი აქციების და დიდი ერთიანობების დროა ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა ვაშაძემ.