გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალა

27
spot_img

თბილისი საქალაქო სასამართლომ, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალა. მოსამართლემ ორივე მათგანს 3 000 – 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ხასაია და ჩიქობავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ.