ცესკოს თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, პირადად პრეზიდენტს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაუზიარა ინფორმაცია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება გამოყენებული.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩვენი მორიგი ვიზიტი უკავშირდება ცნობიერების ამაღლებას ინსტიტუციის თანამშრომლებში. ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად ახორციელებს როგორც საჯარო უწყებებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა ინოვაციასთან დაკავშირებით მართავს საინფორმაციო შეხვედრებს. მორიგ შეხვედრაზე ჩვენ პირადად პრეზიდენტს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს გავუზიარეთ ინფორმაცია იმ ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომლებიც 26 ოქტომბრის და შემდგომ არჩევნებზე იქნება გამოყენებული. როგორც პრეზიდენტს, ასევე აპარატის თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად ენახათ მათი გამოყენების პრაქტიკა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.