გინტურის მსგავსი ინციდენტები რომ აღარ მოხდეს, აუცილებელია ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება – რუსეთის საგარეო უწყება

80
spot_img

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან სოფელ კირბალთან  საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი განიხილა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, როდესაც საქართველოს მოქალაქემ სამხრეთ ოსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, ნათელი გახდა თანათავმჯდომარეებსა და ოფიციალურ თბილისს შორის უფრო ენერგიული მუშაობის აუცილებლობა, რათა საზღვრის გასწვრივ გართულების ახალი ფაქტები არ განმეორდეს.

რუსეთის მხარემ კვლავ გაამახვილა ყურადღება თბილისს, ერთი მხრივ, და სოხუმსა და ცხინვალს შორის, მეორე მხრივ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე, ასევე აუცილებელია საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრების დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესის დაწყება“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მოლაპარაკების ძირითადი მიზანი ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდისთვის მზადება იყო, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა გაიმართოს.