„ჩვენ არაერთგზის გვინახავს რადიკალური ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები. ამ შემთხვევაში, მათთვის ამ გაერთიანებას შეიძლება უარესი შედეგიც ჰქონდეს, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო გაერთიანებას.
მისივე თქმით, „რაც არ უნდა ამტკიცოს პარტია “ლელომ“ და გიორგი გახარიამ, რომ „ნაცები“ არ არიან და მათთან ურთიერთობა არ უნდათ, როდესაც შეკრება და დღის წესრიგის დადგენა ხდება, ისინი ერთად არიან, რადგან სხვა შემთხვევაში, მათ მათი პატრონები არც დააფინანსებენ და ვერც პარლამენტში შევლენ“.
„ჩვენ არაერთგზის გვინახავს რადიკალური ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები. ამ შემთხვევაში, მათთვის ამ გაერთიანებას შეიძლება უარესი შედეგიც ჰქონდეს, რადგან ცალ-ცალკე ამომრჩეველს შეიძლება უფრო მეტი ხმა მიეცა. გარდა ამისა, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არის ერთიანი – ერთი ხის ნაყოფის წარმომადგენლები არიან. საზოგადოებისთვის კარგი იქნება იმის დანახვა, რომ ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები პარტიები ისევ ერთიანობაში არიან, რაკი მათმა პატრონმა უთხრა, რომ აუცილებელია რევოლუციური სცენარები, არეულობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.