“ღაზის უდიდესმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა” – ჯანმო

88
spot_img

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ღაზის უდიდესმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზას მთავარ სამედიცინო დაწესებულებაში, ალ-შიფას საავადმყოფოში მძიმე ვითარებაა, თითქმის სრულად არის გათიშული ელექტროენერგია, ამასთან ერთად საკვებისა და წყლის დეფიციტია.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის მუდმივმა დაბომბვამ გაამწვავა გარემოებები და ალ-შიფა, როგორც საავადმყოფო, ვეღარ ფუნქციონირებს.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, ათობით ახალშობილის ევაკუაცია განახორციელონ და ისინი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანონ.