“ღაზაში სამხედრო ოპერაცია ნაკლებად ინტენსიურად უნდა განხორციელდეს” – ანალენა ბერბოკი

9
spot_img

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა ისრაელს მოუწოდა, ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების ინტენსივობა შეამციროს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

”ბევრი უდანაშაულო ადამიანის ტანჯვა არ შეიძლება ასე გაგრძელდეს; სამხედრო ოპერაცია ნაკლებად ინტენსიურად უნდა განხორციელდეს”, – აღნიშნა ბერბოკმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცთან და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

მისი თქმით, ისრაელის არმიამ მეტი უნდა გააკეთოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ღაზა “უდავოდ” პალესტინელებს ეკუთვნით.

ამავდროულად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს ისრაელის ლეგიტიმურ უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში.

”თქვენს ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი სოლიდარობის იმედი ბრმა ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც სურს ისრაელის აღგვა პირისაგან მიწისა”, – აღნიშნა ბერბოკმა.

მან მოუწოდა „ჰამასს“, შეწყვიტოს თავდასხმები ისრაელზე და გაათავისუფლოს ყველა მძევალი.

„”ჰამასს“ რომ ეს უაზრო ბრძოლა ფანატიკურად არ გაეგრძელებინა, ომი დიდი ხნის წინ დასრულებული იქნებოდა”, – აღნიშნა ბერბოკმა.