“ღაზაში ბრძოლების შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

34
spot_img

ღაზაში ბრძოლების შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.

გალანტმა აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე ისრაელ-„ჰამასის“ ომის შეჩერება ლიბანში მდებარე ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ბრძოლებზე არ გავრცელდება.

„თუ „ჰეზბოლას“ ჰგონია, რომ როდესაც სამხრეთში ცეცხლის შეწყვეტა იქნება ის ცეცხლს შეწყვეტს და ჩვენც შევჩერდებით, ისინი ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ…

გარკვევით ვამბობ: სანამ არ მივაღწევთ ისეთ სიტუაციას, როდესაც [ისრაელის] ჩრდილოეთში მცხოვრებლებისთვის უსაფრთხოების აღდგენა იქნება შესაძლებელი, მანამდე არ გავჩერდებით. როდესაც ამას მივაღწევთ [დიპლომატიური] შეთანხმებით ან სამხედრო საშუალებებით, მაშინ შევძლებთ დამშვიდებას,” – განაცხადა გალანტმა.