ღალატი პირდაპირ ეთერში! სხვას ვერაფერს დაარქმევ ამერიკის კონგრესში საქართველოს ორი მოღალატის – ნატა საბანაძის და ვანო ჩხიკვაძის გამოსვლას!-ეკა სეფაშვილი

70
spot_img

დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე ქართველი ხალხი სათანადო პასუხს გასცემს ამ საშინელ ღალატს და ისტორიულ სანაგვეზე მოისვრის ყველა მავნებელს და ქვეყნის მოღალატეს!, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი და ამით აშშ-ს კონგრესში ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის ნატალია საბანაძისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კოორდინატორის ივანე ჩხიკვაძის მოწმის სტატუსით გამოსვლას ეხმიანება.

ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, რომ მათი გამოსვლა სხვა არაფერია, თუ არა ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება საქართველოში და ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი.

„ღალატი პირდაპირ ეთერში! სხვას ვერაფერს დაარქმევ ამერიკის კონგრესში საქართველოს ორი მოღალატის – ნატა საბანაძის და ვანო ჩხიკვაძის გამოსვლას!

ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება;

საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა;

ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი;

ეს არის მოკლედ მათი გამოსვლის შინაარსი!;

დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე ქართველი ხალხი სათანადო პასუხს გასცემს ამ საშინელ ღალატს და ისტორიულ სანაგვეზე მოისვრის ყველა მავნებელს და ქვეყნის მოღალატეს! სამშობლო ერთია და არ იყიდება!“, – წერს ეკა სეფაშვილი.