გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა – დეტალები

43
spot_img

გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა.

გერმანიის ფედერალური საბჭოს (ბუნდესრატის) გადაწყვეტილებით, საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის შესახებ კანონების მხრივ წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად ჩაითვლებიან.

გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თავშესაფრის შესახებ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების განცხადებები უფრო სწრაფად განიხილება და, ძირითად შემთხვევებში, შესაძლოა იქნას უარყოფილი.

გერმანიის მთავრობის ცნობებით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან და მოლდოვიდან თავშესაფრის მაძიებელთა აღიარების დონე დაახლოებით 0.1%-ს შეადგენდა. ამჟამად კი, გერმანიაში თავშესაფრის შესახებ უარყოფილი განცხადებების 15% საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებზე მოდის.

ფედერალური საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძველს ქმნის იმისთვის, “რომ ახლა მიგრაციის შესახებ შეთანხმებები გამოვიყენოთ ორივე ქვეყანასთან ისედაც კარგი თანამშრომლობის ახალ დონემდე გასაზრდელად და უკანონო მიგრაციის მნიშვნელოვნად შესამცირებლად.”