გერმანიის პარლამენტმა ფრიდრიხ მერცი კანცლერის თანამდებობაზე დაამტკიცა

24
JPG resized with https://ezgif.com/resize
spot_img

გერმანიის პარლამენტმა ფრიდრიხ მერცი კანცლერის თანამდებობაზე დაამტკიცა.

ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას მეორე ცდიდან მხარი დაუჭირა გერმანიის პარლამენტის 325-მა წევრმა.

გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23 თებერვალს ჩატარდა. ოფიციალური შედეგების თანახმად, არჩევნებში პირველ ადგილზე „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ გავიდა (22,55%), მეორე ადგილი პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაიკავა (20,80%), ხოლო მესამე ადგილზე „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ გავიდა (16,41%).