გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებათა დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, ქვეყანაში შესვლას აუკრძალავდა წამების სისტემის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, ზურაბ ადეიშვილს-შალვა პაპუაშვილი

18
spot_img

გერმანიის ელჩის განცხადების ფონზე, საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესტაგის სტუმრების ლოჟაშიც კი ვიხილეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი პასუხობს საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, სადაც ფიშერი ამბობს: „არ გვსურს, ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ“.

„თუკი ვინმეს გამოეპარა, აქ არის ზურაბ ადეიშვილის მიერ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი ის დანაშაულები, რომლებზეც უკვე დადგა საბოლოო განაჩენი:

კობა დავითაშვილის გატაცების და დასახიჩრების საქმე – 6 წელი; ციხეებში წამების საქმე – 4 წელი და 6 თვე; ღვინის კომპანია „აკურას“ წართმევის საქმე – 1 წელი და 6 თვე; „ტვ იბერიის“ წართმევის საქმე – 1 წელი და 6 თვე; ბანკი „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმე – 5 წელი და 3 თვე (ალბათ გარკვეული ირონიაცაა იმაში, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევ ამ ბოლო დანაშაულში თავისი მონაწილეობა აღიარებული აქვს გიორგი ისაკაძეს, იმ გამოცემის დამფუძნებელს, რომელთან ინტერვიუშიც ელჩმა ეს განაცხადა).

https://www.facebook.com/shpapuashvili/posts/1289877593144005?ref=embed_post