გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, მეოთხედზე მეტით გაიზარდა, – ინფორმაციას გამოცემა ZDF-ი ავრცელებს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იანვრიდან ივნისამდე ქვეყნიდან 7 861 ადამიანი გააძევეს, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. ამასთან, დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 კი – არასრულწლოვანი.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეებს ადეპორტებდნენ და აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 705 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, შემდეგ მოდის ჩრდილოეთ მაკედონიელები (665), ავღანელები (659) და თურქები (525).