გერმანია 2025 წელს უკრაინას სამხედრო დახმარებას ორჯერ შეუმცირებს – როიტერსი

22
spot_img

გერმანია 2025 წელს უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო დახმარებას 8 მილიარდ ევროდან 4 მილიარდ ევრომდე შეამცირებს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შესაძლოა დონალდ ტრამპი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

შესაბამისი მონაცემები უკვე გაწერილია მომავალი წლის გერმანიის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში. როგორც Reuters-ი იტყობინება, გერმანიის მთავრობა იმედოვნებს, რომ უკრაინა მისი სამხედრო მოთხოვნილებების ნახევარზე მეტს გაყინული რუსული აქტივების მეშვეობით დაიკმაყოფილებს, რომელთა სერთო ოდენობა 50 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, სამხედრო ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, გერმანია 2025 წელს საკუთარ თავდაცვაზე მშპ-ს 2% დახარჯვას, როგორც ეს ნატოს წესდებით არის გათვალისწინებული.