გედი ფოფხაძე ის ადამიანი არ არის, ვინც ასეთ განცხადებას მხოლოდ თავისი სახელით აკეთებს – კოლექტიური “ნაცმოძრაობა” “მაიდნის” თბილისში გამეორების მომხრეა -გია ვოლსკი

7
spot_img

გედი ფოფხაძე ის ადამიანი არ არის, ვინც ასეთ განცხადებას მხოლოდ თავისი სახელით აკეთებს, მისი ფიგურა, როგორც პოლიტიკოსის, ცალკე განსახილველი თემაა და ალბათ მისი ფენომენი სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მყარი მოსაზრება არსებობს, რასაც 26 მაისისთვის ახმოვანებენ.

„ეს მოსაზრება გუშინ არ გაჩნდა. 2021 წლიდან მოყოლებული ეს თემა მუდმივად ტრიალებს და კონკრეტულ ქმედებებში არაერთხელ იყო გადაზრდილი. დავინახეთ, რომ მათმა რადიკალიზმმა ჯერ შედეგი ვერ მოიტანა და ახლა 26 მაისზე აქვთ ყურადღება გადატანილი. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ „მაიდნის“ თბილისში გამეორების მომხრეა. თბილისში ამიტომ იყვნენ ჩამოსულები ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ამას ღაღადებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ ინსტრუქცია. ხაბეიშვილმა რადიკალიზმზე საუბარი გუშინ ხომ არ დაიწყო? ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში „მაიდანის“ მოწყობას ცდილობს. ეს სცენარი სისხლისღვრას და შეტაკებას უკავშირდება. ვინაიდან 26 ახლოვდება, ფიქრობენ, რომ ბნელი ძალების კონსოლიდაცია მოახდინონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციონერმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის და პიკეტირების მომხრეა – „სხვას ვერ მოვუწოდებთ, მსხვერპლად იქცეს, მაგრამ ვისაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ბედი წყდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.