ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებიდან ევაკუაცია განხორციელდა.
აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ადგილობრივი მედიაც ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადმინისტრაციას აცნობეს, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ წერილი მიიღეს სოციალური ქსელით.
დირექციამ კი რესურსცენტრთან შეთანხმებით, უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.