გავრცელებული ინფორმაცია ქეთევან ციხელაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არასწორად არის ინტერპრეტირებული – საგარეო საქმეთა სამინისტრო:

24
spot_img

26 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას აღარ იკავებს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით Newshub.ge საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც Newshub.ge-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია არასწორად არის ინტერპრეტირებული და ვადის ამოწურვის გამო ციხელაშვილს უფლებამოსილება 2024 წლის 1-ელ სექტემბერს შეუწყდება.

„ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი უფლებამოსილებას ასრულებს მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ამჟამად მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არასწორად არის ინტერპრეტირებული. 

საქართველოს მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ როტაციის ვადის ამოწურვის გამო მას უფლებამოსილება შეუწყდება 2024 წლის 1-ელ სექტემბერს“, – აცხადებენ უწყებაში. 

შეგახსენებთ, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას 2020 წლის ივლისიდან იკავებს.