გავაკეთებ იმას, რაც უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
„თვითონ არ მაქვს ჯერ არანაირი გადაწყვეტილება… არ ვიტყვი ახლა ამ ეთერში, რომ პოლიტიკაში არ წავალ. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ვერც საწინააღმდეგოს ვერ ვიტყვი. გავაკეთებ ნებისმიერ ვითარებაში იმას, რაც, ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, და მერე სხვების აზრითაც, ვინც მე მაინტერესებს, ვის აზრსაც ვენდობი, რაც უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების 2024 წელს შეცვლას ვუყურებ, როგორც ამ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხს და მგონია, რომ ან ჩვენ 2024 წელს მივდივართ ევროპაში დაჩქარებული ტემპით, ან მძიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენი სამშობლოს ცივილიზაციის სწორ მხარეს მიღმა დატოვების შესახებ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.