განწყობა წარმოუდგენლად დიდია, ხალხი ემზადება 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის – სოფო ჯაფარიძე

18
spot_img

ვხვდებით ყველას, მოვისმენთ ყველას პრობლემას. განწყობა წარმოუდგენლად დიდია, ხალხი ემზადება 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის, რის შემდეგაც აუცილებლად ვიქნებით ევროპის ნაწილი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, ზუსტად იციან, რომ ეს პრობლემები 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად დალაგდება.

„ახლა ვიმყოფებით გლდანულაში, შევხვდით ჩვენს მოსახლეობას. შევხვდებით ყველას ყველგან, მოვუსმენთ ყველას პრობლემას და ჩვენ ერთად აუცილებლად 26 ოქტომბერს აუცილებლად ერთად დავასრულებთ რუსულ რეჟიმს, რომელიც ასე ეღობება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. განწყობა არის წარმოუდგენლად კარგი, ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი პრობლემა, ზუსტად იციან, რომ ეს პრობლემები 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად დალაგდება. ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დადგება ევროპულ გზაზე და ყველანი ერთად ძალიან მალე ვიცხოვრებთ ევროპაში“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.