განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა რუსთაველოს სამეცნიერო ფონდში გაცნობითი შეხვედრა გამართა

101
spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მინისტრის მოადგილეს, ფონდის გენერალურმა დირექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, ფონდის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა წარუდგინეს ინფორმაცია ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მიზნების, ფონდის მიერ ადმინისტრირებული სახელმწიფო საგრანტო კონკურსებისა და საერთაშორისო პროგრამების, მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო პროექტების შესახებ, როგორც სამეცნიერო კვლევების ხარისხის ამაღლების, ისე საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიმართულებით.

ბატონმა ნოდარ პაპუკაშვილმა ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარების, ინოვაციური კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა და მხარდაჭერა , არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემის მართვის კიდევ უფრო ეფექტიანი, ხარისხზე ორიენტირებული მექანიზმების შექმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.