განათლების სამინისტროსთან კი „ერასმუსის“ პროგრამების მონაწილეები შეიკრიბნენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოსკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან და რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ აქციას შეუერთდებიან. მარშის მონაწილეები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში რეგისტრაციის შეჩერებას აპროტესტებენ. ისინი ასევე უერთდებიან ზოგად მოთხოვნებს, რაც ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას გულისხმობს.