გამჭვირვალობა მსოფლიო გამოწვევაა!, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
რატი იონათამიშვილის თქმით, ქვეყნები და ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხონ.
„გამჭვირვალობა მსოფლიო გამოწვევაა!
ქვეყნები და ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხონ. უკვე გუგლსაც კი აქვს გამჭვირვალობის რეესტრი. მხოლოდ საქართველოში ცდილობენ ამ გამოწვევასთან ბრძოლას “რუსული” უწოდონ.
ქართველები კი გაუბედავები და სხვისი მორჩილები არ აღმოვჩნდით. მეტიც, ბევრს დავასწარით კიდეც!“, – წერს რატი იონათამიშვილი.