გამოცხადდა 2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები.
კონკურსის მიზანია საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივი ჩართულობის ხელშეწყობა; ასევე, საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირების წახალისება და ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე
(R)