გამოფენის ტური და სიმპოზიუმი – An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები

9
spot_img

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით .

გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ გამოფენის ტურს და სიმპოზიუმს: 

კურატორის სტეფან გრუბერის ტური

5 ოქტომბერი,  შაბათი | 14:00 – 16:00 სთ.

სიმპოზიუმი: Commoning Tbilisi

5 ოქტომბერი | 16:30 – 19:00 სთ.

მრგვალი მაგიდის დისკუსია საერთო და არაფორმალური განათლების შესახებ

სახელმწიფო და საბაზრო ინსტიტუტების შესუსტებასთან ერთად, მთელ მსოფლიოში საზოგადოებები სულ უფრო მეტად იღებენ კონტროლს საკუთარ მომავალზე, კოლექტიური გამოწვევების გადასაჭრელად ცოდნის, უნარებისა და რესურსების გაზიარების ალტერნატიულ გზებს ავითარებენ. როგორ შეიძლება საერთო პრაქტიკამ ხელი შეუწყოს არაფორმალურ სასწავლო გარემოს, სადაც ცოდნის ერთობლივი წარმოება, გაზიარება და გავრცელება ხდება ფორმალური ინსტიტუტების გარეთ? როგორ შეიძლება ურთიერთსწავლისა და სწავლის სივრცე გახდეს ცვლილების კატალიზატორი, რაც ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან და მდგრად თემებს? სამი ადგილობრივი ინიციატივის მოსმენით, ჩვენ გავეცნობით საერთო და არაფორმალურ განათლებას კავშირებს ხელოვნებაში, ეკოლოგიასა და ტექნოლოგიაში.

მოწვეული მომხსენებლები:

  – ვატო წერეთელი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი (CCA)

  – დათა ცინცაძე, პროექტი ნაპირზე, რუსთავი

  – ლევან ასათიანი, ქუჩის სკოლა, თბილისი

მრგვალი მაგიდის დისკუსია საერთოობის კონცეფციასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე

კულტურული მემკვიდრეობა გადამწყვეტია საზოგადოების იდენტობის ჩამოყალიბებაში. ის ეხმარება ადამიანებს წარსულთან დაკავშირებასა და  კუთვნილების გრძნობის გაძლიერებაში. დღეს ისტორიული შენობები და უბნები უბრალო სურათებად დაყვანის რისკის წინაშე დგანან, რაც საერთო ინტერესებისა და კოლექტიური პრაქტიკის დაკარგვას ასახავს. როგორ შეუძლია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვამ ხელი შეუწყოს ადგილისა და კოლექტიური საკუთრების ახალი ფორმების შექმნას? ამ დისკუსიაში წარვადგენთ თბილისის სამეზობლოს განახლების ორ ინიციატივას და გავაანალიზებთ, თუ როგორ შეიძლება მატერიალურმა და არამატერიალურმა კულტურულმა მემკვიდრეობამ გავლენა იქონიოს ჩვენი ქალაქების სოციალურ რეგენერაციაზე.

მოწვეული მომხსენებლები:

– ნიკა გაბისკირია, პროექტი კიბე

– ლია ბოკუჩავა, ICOMOS, ბეთლემის სამეზობლო 

მოდერატორები: სტეფან გრუბერი და თინათინ გურგენიძე.

R