სალომე ზურაბიშვილიც აპირებს, რომ ისევ ბავშვები აიფაროს და როგორმე დარჩეს და შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოსტი, – განაცხადა „ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, რითაც თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„[აქციის მონაწილეები] შლიან სასწავლო პროცესს, სთხოვენ ბავშვებს მიატოვონ სწავლა, გამოვიდნენ მიტინგებზე, მერე როგორც ჩანს, ავალებენ ბავშვებს, რომ ქვები ისროლონ, „მოლოტოვის კოქტეილები“. არ მინდა მძიმე შეფასება გავაკეთო, მაგრამ გვახსოვს როგორ იქცეოდა 1945 წლის აპრილში ჰიტლერი ბერლინში, როგორ აიფარა ბავშვები და ახლა გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილიც აპირებს, რომ ისევ ბავშვები აიფაროს და როგორმე დარჩეს და შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოსტი“, – აღნიშნა ბოჟაძემ.