ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ამის შესახებ მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„დღეს გამანადგურებელი ამბები მოდის ყოფილი მთიანი-ყარაბაღის ოლქიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის“, – წერს მიშელი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უშიშოების საბჭოს სხდომას მართავს.