გიორგი გახარიამ რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ერთი, ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პარლამენტში გამოსვლისას კობახიძემ ოპოზიციის განცხადებები შეაფასა.
„მადლობას გადავუხდი ყველა იმ დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციიდან, რომლებიც საქმიანად მიუდგნენ ამ განხილვას. თუმცა, იყო არასაქმიანი ნაწილიც ამ დისკუსიაში. თქვენ მოისმინეთ ვაშაძის, ბოკუჩავას გამოსვლები. იყო ტრადიციულად „ლელო“ და ასევე ტრადიციულად იყვნენ ნორჩი გახარიელები. ადრე არსებობდნენ ნორჩი ლენინელები, ლენინმა ოქტომბრის რევოლუცია მაინც მოაწყო, ამ კაცმა რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.