გადავამოწმეთ და დღემდე, არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვის დაწესების თაობაზე – პრემიერი

14
spot_img

ჩვენ გადავამოწმეთ და დღემდე, არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვის დაწესების თაობაზე, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ელოდებიან თუ არა ამერიკის შეერთებული შტატებიდან სანქციების შემდეგ ევროპულ სანქციებს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა ე.წ. სავიზო შეზღუდვები, თვითონ არ უწოდებენ ამას სანქციებს, ეს არის სავიზო შეზღუდვები. რეალურად, ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯაროების გარეშე. უფრო მეტიც, ჩვენ გადავამოწმეთ და დღემდე, არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვის დაწესების თაობაზე. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ოპოზიციაში, არის გადაჭარბებული“, – აღნიშნა კობახიძემ.