GAC-ის შეხვედრის პირველ სესიაში ევროპულ საქმეთა მინისტრებმა და გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა – საქართველოსთვის სკამი ცარიელი იყო – ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა

67
spot_img

ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის დროს საქართველოსთვის ცარიელი სკამი იყო დარჩენილი. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“ზოგად საკითხთა საბჭოს (GAC) არაფორმალური შეხვედრის პირველ სესიაში ევროპულ საქმეთა მინისტრებმა და გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოსთვის სკამი ცარიელი იყო დარჩენილი”, – ნათქვამია განცხადებაში.