ნაციონალური მოძრაობის წევრ დავით კირკიტაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს შენდებოდა ქალაქები, ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა და მოქალაქეები ქვეყნიდან არ მიდიოდნენ უცხოეთში სამუშაოდ.
ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა.
კირკიტაძე ამბობს, რომ ყველა ის ბრალდება, რაც ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენეს, ევროპულმა სასამართლომ გააბათილა და არცერთი არ მიიღო.
კირკიტაძე სვამს კითხვას, თუ კორუფცია იყო მათი მმართველობის დროს, როგორ გაიზარდა ბიუჯეტი, როგორ მოიმატა პენსიამ და როგორ შენდებოდა ქალაქები?
“ხელისუფლებაზე ძალიან გაბრაზებული ვარ, იმ ადამიანებზე, ვისაც კიდევ ჰყოფნის უტიფრობა და ედრება მიხეილ სააკაშვილს, ან ადარებს დღევანდელ და მიხეილ სააკაშვილის პერიოდს, როცა მართლა აღმშენებლობა იყო, როცა მართლა იმედი გაუჩნდა ამ ქვეყნის მოქალაქეს, იქნებოდა ეს პენსიონერი, სტუდენტი ან ადამიანი, რომელსაც შეეძლო შვილი თავისუფლად გამოეშვა ქუჩაში და არ შეშინებოდა იმის, რომ ნარკომანია წალეკავდა, არ შეეშინდებოდა იმის, რაც დღეს საქართველოს და თბილისის ქუჩებში ხდება”- განაცხადა დავით კირკიტაძემ.