FBI-ს დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე თანამდებობას დატოვებს

10
spot_img

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრისტოფერ ურეიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე თანამდებობას დატოვებს.

„ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბიუროსთვის სწორი იქნება, მე ვიმსახურო იანვრამდე, ვიდრე ამჟამინდელი ადმინისტრაცია დაასრულებს მუშაობას, შემდეგ კი გადავდგე. ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო გზა, რათა თავიდან ავიცილოთ ბიუროს უფრო ღრმად ჩათრევა კონფლიქტში და იმავდროულად გავაძლიეროთ ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუშაობისთვის. ეს ჩემთვის ადვილი არ არის. მე მიყვარს ეს ადგილი, მიყვარს ჩვენი მისია და მიყვარს ჩვენი ხალხი – მაგრამ მე ვაკეთებდი და ყოველთვის გავაკეთებ იმას, რაც სწორი იქნება ბიუროსთვის“, – განაცხადა ურეიმ.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა ურეის განცხადებას და სოციალურ ქსელში ამ გადაწყვეტილებას „ამერიკისთვის დიდი დღე“ უწოდა.

მანამდე დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელად თავისი ყოფილი თანაშემწე, კაშ პატელი დაასახელა.