FBI-იმ ყოფილი ამერიკელი მზვერავის, გაერო-ს ყოფილი ინსპექტორის სკოთრითერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
როგორც თავად რითერმა განაცხადა, მას ბრალად ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის, FARA-ს დარღვევაში ადანაშაულებენ.
რითერის აზრით, სინამდვილეში ჩხრეკა თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლას ემსახურება, ვინაიდან ის ბოლო პერიოდში უკრაინაში აშშ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებდა.
“ის, რაც ჩემს სახლში ხდება, უკავშირდება იმას, რომ აშშ-ის მთავრობა მე უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის დარღვევაში მადანაშაულებს. მე ახლავე გეტყვით, რომ არ დამირღვევია უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, – განაცხადა მან.
როგორც რითერი ამბობს, ის არ აპირებს გაჩუმებას და თავისი საქმის კეთებას კვლავ გააგრძელებს.