“ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები, რომელიც ეხება ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს, ხელახლა გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში”

46
spot_img

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრების არჩევის წესთან დკავშირებული ცვლილებები თავიდან გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში.

მისივე თქმით, შეტანილ ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი არჩევნები იქნება 2024 წელს.

„მთავარი ამ ყველაფერში იყო ის, რომ ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ცვლილებები, რომელიც ეხება ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრების არჩევის წესს, ხელახლა გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში. მონიტორინგის კომიტეტის წევრები აღიარებდნენ იმას, რომ ეს ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი არჩევნები იქნება 2024 წელს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.