მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზოლუცია გარკვეულ პუნქტებში ნამდვილად უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევე საერთაშორისო დონეზე პირველად ადასტურებდა იმას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რთული მისაღები დოკუმენტი იყო.
„ძალიან რთულად მისაღები დოკუმენტი იყო. უზარმაზარია რუსული ლობი და გავლენა. განსაკუთრებით 2008 წელს მათ ჰქონდათ უსაზღვროდ მეტი გავლენა, ვიდრე დღეს აქვთ ნებისმიერ საერთაშორისო ინსტიტუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზოლუცია გარკვეულ პუნქტებში ნამდვილად უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევე საერთაშორისო დონეზე პირველად ადასტურებდა იმას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება და რომ განხორციელდა ეთნიკური წმენდა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.