ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

10
spot_img

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაციას ადასტურებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.

შეხვედრის დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, მანამდე ალენ ბერსე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. ასევე, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს. ბერსე ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართავს შეხვედრას.

„დღეს დილით, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების სრული დღეა“, – დაწერა ალან ბერსემ რამდენიმე საათის წინ პლატფორმა X-ზე.